“ბავშვთა სამყაროში” ხანძრის შედეგად დაზარალებული 345 ქვემოიჯარე მერიისგან ერთჯერად დახმარებას მიიღებს

“ბავშვთა სამყაროში” ხანძრის შედეგად დაზარალებული 345 ქვემოიჯარე უახლოეს პერიოდში, მერიისგან ერთჯერად დახმარებას მიიღებს”, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დღეს ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, რიმა ბერაძემ განაცხადა.
ბერაძის განცხადებით, აღნიშნული პირებიდან 97 თბილისში რეგისტრირებული არ არის, თუმცა მერიისგან ერთჯერად დახმარებას ეს პირებიც მიიღებენ. მისივე თქმით, ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეებმა თავად წარმოადგინეს სიები, თუ ვის ეკუთვნის ერთჯერადი დახმარება.
​რიმა ბერაძემ ისიც აღნიშნა, რომ ”ბავშვთა სამყაროს” ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეებიდან 50 პირს გამგეობებიდან, სოციალური დახმარების სახით, 1000-დან 1500 ლარამდე თანხა უკვე აღებული აქვს, თუმცა ეს მათ ხელს არ შეუშლით, ერთჯერადი დახმარება თბილისის მერიიდანაც მიიღონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები