თურქეთში კანადის მოქალაქე დააკავეს, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა

თურქეთში კანადის მოქალაქე დააკავეს, რომელიც სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა. ამის შესახებ ტელეკომპანია “CBC” იუწყება.
25 წლის კანადის მოქალაქე – ვასიმ ბუგადუ, რომელიც წარმოშობით ალჟირელია, სირიის საზღვართან მდებარე ქალაქ ადანაში დააკავეს. ის ტერორისტული დაჯგუფების რიგებში იბრძოდა და მის დაფინანსებაშიც მონაწილეობდა. ეს ფაქტი კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, ბუგადუმ და კვებეკის კიდე 9 მკვიდრმა კანადა 2012 – 2013 წლებში დატოვეს და ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრნენ. სხვა დეტალები უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები