უკრაინის ხარკოვის ოლქში საბრძოლო მასალების საწყობში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება (ვიდეო)

საბრძოლო მასალების საწყობში დღეს გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლი სხვა ტერიტორიაზეც გავრცელდა.
სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზებაში სამხედროები, მეხანძრეები და საგანგებო სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობენ. უკვე განხორციელდა ახლომდებარე სოფლების და დასახლებების ევაკუაცია. ამ დროისთვის 20 ათასამდე ადამიანია ევაკუირებული.
ამ ეტაპზე, ცნობილია ერთი დაშავებულის შესახებ. ეს 54 წლის ქალია, რომელიც ჭურვის ნამსხვრევით თავის არეში დაიჭრა.
ბალაკლეის საბრძოლო მასალების საწყობი ყველაზე დიდია უკრაინაში. აქ სხვადასხვა კალიბრის საარტილერიო და სარაკეტო ჭურვები ინახება.
უკრაინის ხელისუფლებამ მომხდარს დივერსიის კვალიფიკაცია მისცა. ვინაიდან აალება ღამის საათებში, საწყობის რამდენიმე ადგილას ერთდროულად მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები