თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტებს შორის დასახელდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ზედიზედ მეოთხედ აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტებს შორის მოხვდა – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამსტერდამში გამართულ „Skytrax World Airport Awards 2017“-ზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტად ზედიზედ მეოთხედ დასახელდა.
მგზავრთა გამოკითხვის შედეგად – ბუდაპეშტის, ტალინის, კიევის ბორისპოლის, რიგის, ბელგრადის, თბილისის, სოფიას, ბრატისლავას, ბუქარესტის და სკოპიეს საერთაშორისო აეროპორტები – 2017 წლის აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო აეროპორტად დასახელდნენ.
Skytrax გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 1999 წლიდან მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასებს. World Airport Awards“-ი მსოფლიოს 106 სხვადასხვა ეროვნების, 13 მილიონზე მეტი მგზავრის მიერ 550 აეროპორტის შეფასებას ეფუძნება.
გამოკითხვის ფარგლებში მგზავრები აეროპორტის სერვისს აფასებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები