კიევში რუსი პოლიტიკოსი, სახელმწიფო დუმის ყოფილი წევრი მოკლეს

კიევში მომხდარი სროლის დროს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი წევრი დენის ვორონენკოვი მოკლეს. ამის შესახებ კიევის შს სამმართველოს უფროსმა ანდრეი კრიშენკომ სააგენტო „ტასს“ აცნობა.
„სროლა სასტუმრო „პრემიერ-პალასის“ შესასვლელთან მოხდა. ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა. დაღუპული რუსი პოლიტიკოსი, სახელმწიფო დუმის ყოფილი წევრი დენის ვორონენკოვია“, – განაცხადა კრიშენკომ.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, პოლიცია შეკვეთილი მკვლელობის ვერსიას განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები