ლონდონში მომხდარი თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით 7 პირი დააკავეს

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში ოთხშაბათს მომხდარი თავდასხმის საქმეზე 7 პირია დაკავებული. ამის შესახებ „ბი ბი სის“ დიდი ბრიტანეთის პოლიციაში განუცხადეს. პოლიციამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა. დაღუპულთა შესახებ განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, დაიღუპა 5 და დაიჭრა 40-ზე მეტი ადამიანი, თუმცა „ბი ბი სის“ ცნობით, დაღუპულია 4 პირი, მათ შორის თავდამსხმელი და ერთი პოლიციელი. ტერორისტული თავდასხმა ლონდონში ოთხშაბათს საღამოს მოხდა. თავდაპირველად ტერორისტი ვესტმინსტერის ხიდზე მანქანით ტროტუარზე ავიდა და იქ მყოფ ადამიანებს გადაუარა. შემდეგ ის ვესტმინსტერის სასახლის ღობეს შეეჯახა, მანქანიდან გადმოვიდა და პოლიციელებს დანით თავს დაესხა. ადგილზე მისული პოლიციის დამატებითმა ქვედანაყოფებმა ტერორისტი მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები