ლავროვი: რუსეთი ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ მოლაპარაკებისთვის მზად არის
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ბირთვული იარაღის შემცირების საკითხზე მოლაპარაკებისთვის მზად არის. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
„ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ბირთვული იარაღის შემცირების საკითხები, ოღონდ ეს ყველა სახის ბირთვულ იარაღს, და არა მხოლოდ სტრატეგიულ იარაღს უნდა ეხებოდეს“, – განაცხადა ლავროვმა.
მან ასევე, აღნიშნა, რომ ამჟამად ყველა ტიპის ბირთვული იარაღის განადგურებისთვის სათანადო დრო ჯერჯერობით არ დამდგარა.
ცნობისთვის, ბირთვული იარაღის შემცირების წინადადებით რუსეთს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რამდენიმე თვის წინ მიმართა, თუმცა მოსკოვს ბოლო დრომდე ტრამპისთვის პასუხი არ გაუცია.