თურქეთში ქურთ „ბოევიკებთან“ შეტაკების დროს, ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ქურთ „ბოევიკებთან“ შეტაკების დროს, ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ოთხი დაიჭრა. შეტაკება ჰაქარის პროვინციაში მოხდა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
თურქეთის გენერალური შტაბის ინფორმაციით, დაჭრილი სამხედროების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ცნობისთვის, „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ და თურქ სამხედროებს შორის შეტაკებები 2015 წლის ზაფხულში განახლდა. მას შემდეგ აქ ათასობით ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები