უკრაინაში, საბრძოლო მასალების საწყობში ხანძარია (ვიდეო)

უკრაინაში, საბრძოლო მასალების უდიდეს საწყობში, რომელიც ქალაქ ბალაკლეასთან მდებარეობს, ხანძარია. ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, სამაშველო სამსახურებმა მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს. საერთო ჯამში, 15 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდება. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ხანძარი ღამით დაიწყო.
როგორც უკრაინის სამხედრო პროკურორმა განაცხადა, მომხდარი არის დივერსიის შედეგი, ვინაიდან აალება ერთდროულად რამდენიმე ადგილას დაიწყო.
ბალაკლეის საბრძოლო მასალების საწყობი ყველაზე დიდია უკრაინაში. აქ 138 ათასი ტონა საარტილერიო ჭურვი, იქ, ასევე, სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალები ინახება. ყველაზე საშიშია ამ მხრივ საარტილერიო დანადგარის, “აკაციას“ ჭურვები, რომელთა მოქმედების რადიუსი 20 კილომეტრს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები