ლონდონში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა (ფოტო)

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში ოთხშაბათს საღამოს მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა. დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი 40 წლის მამაკაცია და ის, სავარაუდოდ, რადიკალურ ისლამისტებთან იყო დაკავშირებული.
პოლიციელი, რომელსაც ტერორისტი დიდი ბრიტანეთის პარლამენტის შენობასთან თავს დაესხა, მოგვიანებით საავადყოფოში გარდაიცვალა.
თავდაპირველად ტერორისტი მანქანით ტროტუარზე ავიდა და იქ მყოფ ადამიანებს გადაუარა. შემდეგ ის ვესტმინსტერის სასახლის ღობესთან მივიდა, მანქანიდან გადმოვიდა და პოლიციელებს დანით თავს დაესხა.
ადგილზე მისული პოლიციის დამატებითმა ქვედანაყოფებმა ტერორისტი მოკლეს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი თავდასხმის დროს პარლამენტის შენობაში იმყოფებოდა. ტერაქტის დროს მისი ევაკუაცია მოხდა. ტერეზა მეიმ თავდასხმას „საზარელი დანაშაული“ უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები