უკრაინამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა იულია სამოილოვას, რომელიც „ევროვიზიაზე“ რუსეთის სახელით უნდა გამოსულიყო 

უკრაინის უშიშროების სამსახურმა სამი წლით აუკრძალა ქვეყანაში შესვლა იულია სამოილოვას, რომელიც „ევროვიზიაზე“ რუსეთის ფედერაციის  სახელით უნდა გამოსულიყო.
როგორიც უშიშროების სამსახური წარმომადგენელმა იულია გიტლიანსკაიამ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება იმით არის გამოწვეული, რომ გიტლიანსკაია 2015 წელს ოკუპირებულ ყირიმში იმყოფებოდა და იქ კონცერტი გამართა.
თავის მხრივ, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თუ სამოილოვას „ევროვიზია -2017“-ზე გამოსვლის უფლებას არ მისცემენ, რუსეთის ამ კონკურსს უვადო ბოიკოტს გამოუცხადებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები