დიდი ბრიტანეთის პარლამენტთან სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა(ფოტო/ვიდეო)

დიდი ბრიტანეთის პარლამენტთან სროლის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ “როიტერი“ იუწყება.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთი პირი პოლიციამ მოკლა. არიან დაჭრილებიც. თვითმხილველები ასევე იუწყებიან, რომ მათ დანით შეიარაღებული პირი დაინახეს, რომელიც პოლიციელებს თავს დაესხა. პარლამენტის შენობა სამართალდამცველებს ბლოკირებული აქვთ.
გარდა ამისა, ვესტმინსტერის ხიდზე ავტომობილმა ხუთი ადამიანი გაიტანა, ხოლო შემდეგ პოლიციის ღობეს დაეჯახა. დაშავებულთა მდგომარეობა უცნობია. ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა ეს ტერაქტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები