საქართველოს მოქალაქეს უკრაინაში იარაღის არსენალი აღმოუჩინეს (ფოტოკოლაჟი)

უკრაინის დედაქალაქ კიევის მახლობლად საქართველოს მოქალაქეს პოლიციამ იარაღის არსენალი აღმოუჩინა. ამის შესახებ კიევის პროკურატურა იუწყება.
ჩხრეკის შედეგად ამოღებულია პისტოლეტები, ხელყუმბარები, ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობები და ტყვია-წამალი. ამოღებული ნივთები პოლიციამ ექსპერტიზაზე გააგზავნა.
საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ, რომლის ვინაობა არ სახელდება, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები