სომხეთში ორი პირი დააკავეს, რომლებიც საქართველოდან საზენიტო კომპლექსის შეტანას ცდილობდნენ

სომხეთის ნაციონალური უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სომხეთის ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც საქართველოდან კონტრაბანდული გზით გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის, “იგლას“ შეტანას ცდილობდნენ. ამის შესახებ „რეგნუმი“ იუწყება.
სომხეთის უშიშროების სამსახურმა მოსალოდნელი კონტრაბანდის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ მიიღო. ამოღებულია საზენიტო კომპლექსი „იგლა“ და რაკეტა «9М39». მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვას და გადატანას გულისხმობს.
„იგლა“ გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსია. ის დაბალ სიმაღლეზე მოძრავი სამიზნეების გასანადგურებლად გამოიყენება. კომპლექსს შეუძლია თვითმფრინავების, ვერტმფრენების და სხვა საფრენი აპარატების განადგურება 5-6 კილომეტრის მანძილზე, რომელთა ფრენის სიმღლე 3,5 კილომეტრს არ აღემატება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები