რაქის მახლობლად ავიადარტყმას 33 ადამიანი ემსხვერპლა

33 ადამიანი დაიღუპა სირიის ქალაქ რაქის მახლობლად განხორციელებული ავიაიერიშის დროს. ამის შესახებ სააგენტო “როიტერს“ სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრში აცნობეს.
უფლებადამცველი ცენტრის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ავიადარტყმა საერთაშორისო კოალიციის თვითმფრინავებმა განახორციელეს.
„ბი ბი სის“ ცნობით, ავიადარტყმის დროს სკოლა დაზიანდა, რომელიც რაქის მახლობლად, ერთ-ერთ სოფელში მდებარეობდა და რომელშიც ლტოლვილები ცხოვრობდნენ.
რაქას „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს. ქალაქს ამჟამად რამდენიმე მხრიდან უტევენ. საბრძოლო მოქმედებების გამო, ასობით მშვიდობიანი მოქალაქე რეგიონიდან გარბის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები