ანრი ოხანაშვილი პრეზიდენტის შენიშვნებზე: ვერც ერთი დასაბუთებული არგუმენტი ვერ მივიღეთ

ვერც ერთი დასაბუთებული არგუმენტი ვერ მივიღეთ იმის შესახებ, თუ რა პრობლემას შექმნის კანონპროექტი, რომელიც ძალაში უნდა შევიდეს,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის აპარატის უფროსი ანრი ოხანაშვილი ე.წ. ფარული მოსმენების კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს.
როგორც ოხანაშვილმა განმარტა, შესაბამის სააგენტოს არ ექნება ფარული საგამოძიებო მოქმედების უშუალო განხორციელების უფლებამოსილება, როგორც გამოძიების ორგანოს.
„ჩვენ დავსვით კონკრეტული შეკითხვები, თუ რა პრობლემას ქმნიდა ჩვენ მიერ შეთავაზებული ვერსია და პასუხები ვერ მივიღეთ, ეს არ იყო არგუმენტირებული იურისტის მიერ წარმოდგენილი მოტივირებული შენიშვნები, შესაბამისად, ვთვლით, რომ ჩვენ ვიღებთ ძალიან დაბალანსებულ მექანიზმს. შესაბამის სააგენტოს არ ექნება ფარული საგამოძიებო მოქმედების უშუალო განხორციელების უფლებამოსილება, როგორც გამოძიების ორგანოს. ეს იყო მთავარი მოთხოვნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ და შესაბამისად, ჩვენ ვასრულებთ, ერთი მხრივ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნას, იმ მხრივ, რომ ამ საააგენტოს არ უნდა ჰქონდეს საგამოძიებო ფუნქციები, არამედ მას ექნება მხოლოდ ტექნიკურად ამ საგამოძიებო მოქმედების განხორციელების უფლებამოსილება. ეს არ არის საგამოძიებო ორგანო. ჩვენ ვიღებთ დაბალანსებულ მექანიზმს, ერთი მხრივ, ადამიანის უფლებათა დაცვის და მეორე მხრივ, საზოგადოებრივი უსაფრთხოების და სახელმწიფო უსაფრთხოების კუთხით. უმრავლესობის მიერ წარდგენილი კანონი არ ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნებს. იურისტები ვართ, შეიძლება სხვადასხვა ინტერპრეტაცია გვქონდეს, თუმცა აღნიშნული სრულიად გამართულად, ინტერპრეტირების გზითაც და მის გარეშეც, უზრუნველყოფს სწორედ ამ ბალანსის შემუშავებას, იმას, რომ მას არ ჰქონდეს საგამოძიებო მოქმედების ფუნქცია. მოქმედების ფუნქცია სსიპ-ს არ ექნება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის როლი ძალიან მაღალია, რადგან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს შესაბამისი სსიპ-ის ხელმძღვანელს. აქედან გამომდინარე, მისი ლეგიტიმაცია ძალიან მაღალია”, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები