ირაკლი შიხიაშვილმა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დანიშნა

  თბილისის საკრებულო ქალაქის ბიუჯეტს დღეს, 20:30 საათზე, რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს. რიგარეშე სხდომის გადაწყვეტილება საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილმა საკრებულოს უმცირესობის განცხადების საფუძველზე მიიღო.
“ჩემი დამოკიდებულება ბიუჯეტთან დაკავშირებით არის ერთმნიშვნელოვანი – ბიუჯეტი უნდა იყოს ისეთი, როგორც ქალაქს სჭირდება და არა ისეთი, როგორც რომელიმე პარტიას სჭირდება. ძალიან დაბალია მათი ნდობის მანდატი. ბუნებრივია, ნულის ტოლამდეა დასული დღევანდელი ქალაქის მთავრობის მიმართ ნდობა, ვინაიდან ქალაქის მთავრობაც და მერის მოვალეობის შემსრულებელიც დანიშნულია, დანიშნულია იმ მერის მიერ, რომელიც ბრალდებულია 50 მილიონის გაფლაგვაში. თუ გვინდა, რომ ორდინალური გახდეს ჩვენი ურთიერთობა, უნდა შეწყდეს ქალაქის მთავრობის, გამგებლების მხრიდან ბრალდებების ნიაღვარი, რომელიც მათგან მომდინარეობს. არ შეიძლება მერია გადაიქცეს “ნაციონალური მოძრაობის” პარტიულ ფილიალად“, – განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა. მისივე თქმით, იგი გაარკვევს, თუ კონკრეტულად რომელი პროგრამების განხორციელებას ეშლება ხელი ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის გამო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები