მერიაში უარყოფენ ინფორმაციას, რომ დავით ნარმანია ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

 თბილისის მერიაში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, თბილისის მერი დავით ნარმანია ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
როგორც თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.
”სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს, გუშინ, 19 მარტს, ბელიაშვილის ქუჩაზე, თბილისის მერი დავით ნარმანია ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. გავრცელებულ ინფორმაციაში ნახსენები ავტომობილი არ ეკუთვნის არც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და არც პირადად დავით ნარმანიას.
მიგვაჩნია, რომ მსგავსი სახის ინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავს დავით ნარმანიასა და თბილისის მერიის დისკრედიტაციას,” – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები