კვაჭანტირაძე ე.წ. მოსმენების კანონზე: ვეტოს არსებობის შემთხვევაში, ის დაძლეული იქნება

“ვეტოს არსებობის შემთხვევაში, ის დაძლეული იქნება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად კვაჭანტირაძემ ჟურნალისტებს ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
თუმცა კვაჭანტირაძე არ გამორიცხავს, რომ გარკვეული შენიშვნები მაინც იქნას გათვალისწინებული. მისი თქმით, პრეზიდენტმაც კარგად იცის, თუ როგორ მოიქცევა საპარლამენტო უმრავლესობა, ვეტოს გამოყენების შემთხვევაში.
“ჩემი აზრით, პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცის, ამ ვეტოს რა ბედი ეწევა საბოლოო ჯამში, მაგრამ თუ იგი ჩათვლის საჭიროდ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” და მისი განშტოების მოწოდებებს უნდა უპასუხოს აუცილებლად და ვეტო დაადოს ამ კანონს, ეს მისი საქმეა. ჩვენ ეს კანონპროექტი იმიტომ არ გვიქცევია კანონად, რომ ასე მარტივად ჩავაბაროთ ისტორიას. ვეტოს არსებობის შემთხვევაში, ის დაძლეული იქნება. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება, რაღაც მაინც იქნას გათვალისწინებული – გააჩნია რა შემხვედრი წინადადება ექნება პრეზიდენტს”, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები