ზურაბ ლიპარტია: მცენარეების მავნებელმა, რომელიც საქართველოში მოხვდა, ამერიკას მილიარდობით ზარალი მიაყენა

“მცენარეებისთვის საზიანო მავნებელი დაავადება საქართველოში 2015 წლიდან გამოჩნდა”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ზურაბ ლიპარტიამ განაცხადა.
ლიპარტიას ინფორმაციით, მავნებელთან ბრძოლის მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატების პროფესორებთან ერთად, დაიწყო პრევენციული ღონისძიებების გატარება. მისივე განცხადებით, დაიწყო ფართომასშტაბიანი პროგრამის განხორციელება.
„მავნებელმა, რომელიც საქართველოში მოხვდა, ამერიკის შეერთებულ შტატებს მილიარდობით ზარალი მიაყენა. ჩვენ, ამერიკელ პროფესორებთან ერთად, ჩავატარეთ მონიტორინგი, ეს არის ხოჭოს ფორმის მავნებელი, ქართულად, რომ ვთარგმნოთ, არის ყავისფერი მარმარა, მისი დამახასიათებელი არის, რომ საფრთხის შემთხვევაში, მისი სუნი შემაწუხებელი ხდება მოსახლეობისთვის, იგი იზამთრებს სახლებშიც, ეს ცოტა შემაშფოთებელია, მაგრამ ქიმიის გამოყენება სახლებში და შენობებში შეუძლებელია“,- განაცხადა ზურაბ ლიპარტიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ლიპარტიას ინფორმაციით, მითითებულია სამინისტროს ცხელი ხაზი, რომელიც უფასოა და მოსახლეობას აქვს საშუალება, დარეკოს და დააფიქსიროს, რომელ კონკრეტულ მისამართზეა დაფიქსირებული მავნებელი. მისივე განცხადებით, ძირითადი ყურადღება დასავლეთ საქართველოსკენ არის მიმართული და შეინიშნება მავნებლის არსებობა ბუფერულ ზონებშიც.
​ლიპარტია თვლის, რომ მოსახლეობის ჩართულობა ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა აღნიშნულ დაავადებასთან ბრძოლაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები