აკაკი ზოიძე: ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებებისთვის მედიკამენტები მიზერულ ფასად გაიყიდება

“ზაფხულიდან უმწეოებისთვის მედიკამენტების მიზერულ ფასად გაცემის პროგრამა დაიწყება”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა.
​ზოიძის ინფორმაციით, დაიწყო მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ეფექტური პროგრამის განხორციელება, რაც ეტაპობრივად დაიწყება და პირველ რიგში, უმწეოებისთვის იქნება ამოქმედებული. ​​ზოიძემ სამშობიარო პროგრამაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გართულებული მშობიარობები მხოლოდ მაღალი დონის კლინიკებში მიიღება.
„ასთმისთვის და დიაბეტისთვის მედიკამენტები გაიცემა მიზერულ ფასად, პირველ რიგში, ამ მედიკამენტების გაცემა დაიწყება უმწეოებისთვის, ეს არის საკმაოდ ეფექტური პროგრამა, რაც ნამდვილად დიდი შეღავათი იქნება მოსახლეობისთვის. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ სიახლეებია სამშობიარო პროგრამებში, გართულებული მშობიარობა მიიღება მხოლოდ მაღალი დონის კლინიკებში. ეს პროგრამა არის მოქალაქეებისთვის და არა ამხანაგობების გამდიდრებისთვის, მოხდება ასევე, კლინიკების გადარჩევა და პროგრამაში დარჩებიან ხარისხიანი კლინიკები. რაიონებში, სადაც ერთი სამედიცინო ცენტრია, ცხადია, დარჩება მხოლოდ ის, მაგრამ დიდ ქალაქებში ხარისხის და ეფექტიანობის ინდიკატორით იქნება განსაზღვრული პაციენტის მიღება“,-განაცხადა აკაკი ზოიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე ინფორმაციით, კერძო დაზღვევის სტანდარტული პაკეტის გაზრდა არ არის დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები