მაია ბითაძე „Twinning”-ის პროექტის ექსპერტებს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, დაიწყო ე.წ დაძმობილების (Twinning) პროექტი სახელწოდებით: ,,სამრეწველო დაბინძურებისა და სამრეწველო რისკების სფეროში ევროკავშირის გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერება”. პროექტის პარტნიორ მხარეს ესპანეთის, ნიდერლანდების სამეფოს და ჩეხეთის კონსორციუმი წარმოადგენს.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე ევროკავშირის დელეგაციის, პროექტის პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ბენეფიციარ და პარტნიორ მხარეებს შორის დასადები ხელშეკრულების პროექტის შემუშავებაზე იმსჯელეს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მიზანია დახმარება გაუწიოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სამართლებრივი, ინსტიტუციური, ადმინისტრაციული და პროცედურული ჩარჩოს შემუშავების გზით დაბინძურების პრევენციისა და კონტროლის ინტეგრირებული სისტემის დანერგვაში.

სამუშაო შეხვედრას პროექტის თითოეული კომპონენტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სამინისტროს თანამშრომლები, ევროკავშირის დელეგაციის, პროექტის პარტნიორი ქვეყნების და ევროკავშირის პროგრამების ადმინისტრირების სამსახურის (PAO) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები