საჩხერის სამედიცინო ცენტრში უპრეცედენტო აქციები გრძელდება

საჩხერის სამედიცინო ცენტრი, უფასო კონსულტაციებისა და დიაგნოსტიკური კვლევების შემდეგ, კვლევის შედეგებზე რეაგირებს და ქირურგიულ ოპერაციებს  გეგმავს. 18 მარტს საჩხერის სამედიცინო ცენტრში თბილისიდან მიწვეულ ონკოლოგებთან 155 ადამიანს უფასო კონსულტაცია და დიაგნოსტიკური კვლევები ჩაუტარდა, რის შედეგადაც 22 პაციენტს  ქირურგიული ჩარევის საჭიროება დაუდგინდა. საჩხერის სამედიცინო ცენტრმა მიიღო გადაწყვეტილება, აღნიშნულ 22 პაციენტს ქირურგიული ოპერაციებიც საჩხერეში ჩაუტარდეს.
მსგავსი აქციები საჩხერის საავადმყოფოში მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ეს ხელს უწყობს სხვადასხვა დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენას და, შესაბამისად, დროულ მკურნალობას, რასაც მაღალპროფესიონალურ დონეზე უზრუნველყოფს როგორც ადგილობრივი  მაღალკვალიფიციური ექიმები და მოწვეული სპეციალისტები, ასევე ცენტრში არსებული ულტრათანამედროვე აპარატურა.
ამჯერად უფასო კონსულტაციები და დიაგნოსტიკური კვლევები თბილისიდან მოწვეულმა გამოცდილმა ექიმებმა – გინეკოლოგმა, მედიცინის დოქტორმა ირინა გაგუამ, ონკოქირურგებმა გიორგი მწყერაშვილმა და გიორგი ქრისტესაშვილმა, თორაკოქირურგმა, მედიცინის დოქტორმა ზაზა ლომიძემ და მამოლოგმა, მედიცინის დოქტორმა მამუკა ხუტაშვილმა ჩაატარეს.
საჩხერის სამედიცინო ცენტრში გამართული აქციის ფარგლებში უფასოდ ჩატარდა სხვადასხვა დიაგნოსტიკური გამოკვლევები, კერძოდ:   კომპიუტერული კვლევა, ბრონქოსკოპია, გასტროსკოპია, კოლონოსკოპია, ციტოლოგია-ბიოფსია, რენტგენოლოგიური კვლევა, მუცლისა და მცირე მენჯის ექოსკოპია და მამოგრაფია.
სამედიცინო ცენტრის გადაწყვეტილებით, საჭიროების შემთხვევაში დაჩქარებული წესით ჩაუტარდებათ ოპერაციები იმ პაციენტებსაც, რომლებსაც ამჟამად, თბილისიდან მიწვეულ ექიმთა კონსულტაციის თანახმად, ღრმა დიაგნოსტიკური კვლევები უტარდებათ.
საჩხერის სამედიცინო ცენტრი მსგავსი აქციების ჩატარებას პერმანეტულად აპირებს.

(R)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები