ალექსანდრე კობაიძე: ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს დანიშნული და არა არჩეული

 “საპარლამენტო ქვეყნის შექმნის ფონზე, ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას”, -ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ხალხის პარტიის“ ახალმა თავმჯდომარემ,​ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.
კობაიძისთვის მისაღებია პრეზიდენტის დანიშვნის წესი, რადგან თვლის, რომ პრეზიდენტის საყოველთაო წესით არჩევა მძიმე სოციალური ფონის მქონე ქვეყნისთვის მხოლოდ დამატებითი ხარჯების შემცველია.
„თუ ჩვენ ვთანხმდებით, რომ საპარლამენტო რესპუბლიკას ვაყალიბებთ, ასეთ დროს, რასაკვირველია, ჩვენ პრეზიდენტი უნდა გვყავდეს არაპირდაპირი წესით დანიშნული, რადგან როცა პრეზიდენტს აქვს სიმბოლური ფუნქცია, მისი არჩევა არ უნდა ხდებოდეს საერთო-სახალხო წესით. მე მიმაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანაში პრეზიდენტი უნდა იყოს დანიშნული და არა არჩეული“, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები