ალექსანდრე კობაიძე: „ხალხის პარტიის“ თავმჯდომარეობა ყრილობის შემდეგ გადაწყდა

“მას შემდეგ, რაც კობა დავითაშვილი გამოეთიშა პოლიტიკას და გარდაიცვალა მის შემდეგ ნდობა მე მომენიჭა”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ხალხის პარტიის“ ახალმა თავმჯდომარემ, ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა. კობაიძე „ხალხის პარტიის“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აანონსებს და აცხადებს, რომ პარტია სხვა პოლიტიკურ ძალასთან არ გაერთიანდება. კობაიძე ბლოკების გაუქმების წინააღმდეგია.
„ჩვენი მიზანია, ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ ხალხს შესთავაზოს ის იდეები, რომლებიც სოციალურ და ეკონომიკურ პროგრამებს ეხება, ჩვენ არ გავერთიანდებით ბლოკში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბლოკების გაუქმების მომხრეები ვართ. ჩვენი პარტიის მთავარი მზიანია საქართველოში სოციალური ფონის გამოსწორება და ჩვენი ქმედითი ნაბიჯებიც სწორედ აქეთ იქნება მიმართული. ჩვენ ფაქტობრივად ვართ სიღარიბის ქვემოთ მყოფი ქვეყანა, ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ, ამ პრობლემების მოგვარება ერთად შევძლოთ.
ჩვენ ეს პროგრამა იმ პერიოდიდან გვაქვს, როცა თავმჯდომარე კობა დავითაშვილი იყო და ამ ეტაპზე, პროგრამის განახლების სამუშაოები მიმდინარეობს“, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები