გიგი უგულავა ევროპაში მიემგზავრება

  თბილისის უფლებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა ევროპაში დღეს გაემგზავრება, სადაც ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს. ინფორმაცია გიგი უგულავას ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მისი მონაწილეობა ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ასამბლეის შეხვედრაში, სადაც ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. ბრიუსელში გიგი უგულავა სიტყვით გამოვა ასევე ევროპარლამენტის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე და ევროპარლამენტარებს შეხვდება. ქალაქ სტრასბურგში გიგი უგულავა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სახალხო პარტიის წარმომადგენელთა ჯგუფის შეხვედრასაც დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები