საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პროგრესული ალიანსის გამგეობის წევრად აირჩიეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პროგრესული ალიანსის გამგეობის წევრად აირჩიეს. ირაკლი კობახიძესთან ერთად, გამგეობის წევრები არიან: გერმანელი პოლიტიკოსი, ევროპარლამენტარი მარტინ შულცი, შვედეთის პრემიერ-მინისტრი სტეფან ლოფენი, პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ანტონიო კოშტა, ავსტრიის კანცლერი კრისტიან კერნი და მსოფლიოს სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერები.
პროგრესული ალიანსი მსოფლიოს სოციალ-დემოკრატიული და სხვა პროგრესული პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების გაერთიანებაა. მასში მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 120-მდე ორგანიზაციაა გაერთიანებული.
პარტია „ქართული ოცნება“ პროგრესულ ალიანსის ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიური წევრია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები