თამარ ჩუგოშვილი: პირველად მოხდა ჩვენს ქვეყანაში, რომ მსგავსი პროტესტის დროს პოლიციამ არ გადაამეტა ძალას

არანაირი პროტესტი არ ამართლებს პოლიციაზე თავდასხმას, კერძო და სახელმწიფო ქონების განადგურებას, მანქანების დაწვას, – ასე ეხმაურება დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი ბათუმში წუხელ განვითარებულ მოვლენებს.
როგორც ჩუგოშვილი აღნიშნავს, საქართველოში პირველად მოხდა, რომ მსგავსი პროტესტის დროს პოლიციამ არ გადაამეტა ძალას.
„მასშტაბური ვანდალური აქტი ბათუმში… არანაირი პროტესტი არ ამართლებს პოლიციაზე თავდასხმას, კერძო და სახელმწიფო ქონების განადგურებას, მანქანების დაწვას. მით უმეტეს არაფერი ამართლებს პოლიტიკოსებისგან ასეთი ქმედებების წახალისებას და მით უმეტეს ეთნიკური ელფერის მიცემას მსგავსი ქმედებებისთვის. პირველად მოხდა ჩვენს ქვეყანაში, რომ მსგავსი პროტესტის დროს პოლიციამ არ გადაამეტა ძალას. რაც შეეხება ამ ვანდალური აქტის მონაწილეებს და ორგანიზატორებს, ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე“, – წერს თამარ ჩუგოშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები