„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები დესტაბილიზაციის მცდელობისკენაც კი წავიდნენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ“

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები დესტაბილიზაციის მცდელობისკენაც კი წავიდნენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ იმისათვის, რომ პოლიტიკური ქულები მიეღოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, გამოძიება დაადგენს, თუ ვინ უკეთებდა გუშინდელ პროცესებს ორგანიზებას.
„აქ შეფასებები არის ცალსახა, რომ ოპოზიციურმა ლიდერებმა, ძველი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა გამოიყენეს არსებული ვითარება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და დესტაბილიზაციის მცდელობისკენაც კი წავიდნენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ იმისათვის, რომ პოლიტიკური ქულები მიეღოთ. კადრებში პირდაპირ ჩანდნენ ადამიანები, რომლებიც არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ პროცესში. ვინ იყო ჩართული, ვინ უკეთებდა ამ ყველაფერს ორგანიზებას, ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ, თუმცა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უკვე აშკარაა.
ცხადია, რომ გუშინ იყვნენ იქ ადამიანები, რომლებიც გამოიყენეს ძალადობისთვის და იყვნენ ადამიანები, რომლებიც ორგანიზებას უწევდნენ ამ ძალადობას. ეს ადამიანები პასუხს აგებენ კანონის წინაშე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები