გიორგი მარგველაშვილი: ერთადერთი ადამიანი, ვისაც ჩანაწერები არ უნახავს, პატრიარქია

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინფორმაციით, პატრიარქს ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერები არ უნახავს.
„ამ ჩანაწერებისთვის მე არც მანამდე შემიხედავს. ბუნებრივია, რომ მდომოდა, ხელმისაწვდომი იქნებოდა, მაგრამ არც მანამდე შემიხედავს და როცა საჯარო გახდა, არც მის მერე შემიხედავს. მე მგონი, ერთადერთი ადამიანი, ვისაც ეს ჩანაწერები არ უნახავს, არის პატრიარქი და მგონია, რომ ძალიან სწორს შვრება. ჩემი ინფორმაციით, არ უნახავს და სწორს შვრება. მე არ ვარ პროკურორი, მოსამართლე, კვალიფიციური, რომ ეს ჩანაწერები ვნახო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პროკურორებს ჰქონდეთ გამოძიების შესაძლებლობა, ხოლო ადვოკატებს ჰქონდეთ შესაძლებლობა თავის მართლების. რასაც მედიაში ვუყურებ, ძალიან გახსნილი პროცესია“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „რეაქცია“ სტუმრობისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები