“ერთსულოვნების” თანამშრომლები პატრიარქს მეუფე პეტრეს ტელევიზიის დირექტორის თანამდებობაზე დატოვებას სთხოვენ

საპატრიარქოს ტელევიზიის თანამშრომლები საქართველოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს მიტროპოლიტი პეტრეს ტელევიზიის დირექტორის თანამდებობაზე დატოვებას სთხოვენ.
როგორც ტელევიზიის თანამშრომლების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 8 წლის გნამავლობაში მიტროპოლიტი ღირსეულად მართავდა ტელევიზიას.
„მოგეხსენებათ, რომ დღეს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნების” დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა. მიუხედავად ჩვენი გულისტკივილისა, ვასრულებთ მეუფე პეტრეს ლოცვა-კურთხევას და მხოლოდ ამ მოკრძალებული სახით გამოვხატავთ ჩვენს პოციზიას.
ამავე დროს, გამოვთქვამთ უდიდეს პატივისცემას და მადლიერებას მიტროპოლიტ პეტრესადმი, რომელიც 8 წლის გნამავლობაში ღირსეულად მართავდა ტელევიზიას. ტელეკომპანია ერთსულოვნება დღემდე ემსახურებოდა სარწმუნოებრივ და ეროვნულ ფასეულობებს. იმედი გვაქვს, რომ ის შრომა და ღვაწლი, რაც მეუფემ ამ წლების განმავლობაში გასწია ტელევიზია “ერთსულოვნების” განვითარების საქმეში – მომავალში დაფასდება.
უმორჩილესად ვთხოვთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს გაითვლაისწინოს ტელეკომპანიის თითოეული თანამშრომლის უდიდესი სურვილი და საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების დირექტორის თანამდებობაზე დატოვოს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოში გამართულ სინოდის რიგგარეშე სხდომაზე სინოდის წევრებმა მეუფე პეტრე ერთსულოვნების ხელმძღვანელობის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები