ნაღმის აფეთქების შედეგად ეგვიპტეში პოლიციიის ოფიცერი დაიღუპა

ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე რადიომართვადი ნაღმის აფეთქების შედეგად, პოლიციიის ოფიცერი დაიღუპა. ნაღმი გზის პირად იყო დამონტაჟებული. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
„თავდასხმა სინაის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ალ-არიშის მახლობლად მოხდა“, – აცხადებენ ეგვიპტის პოლიციის წარმომადგენლები.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
სინაის ნახევარკუნძულზე ტერორისტული თავდასხმები 2013 წლის შემდეგ გახშირდა. მას შემდეგ, აქ ასობით პოლიციელი და უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები