საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა

საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა.
სხდომის დასრულების შემდეგ სასულიერო პირებიდან კომენტარი მხოლოდ მეუფე პეტრე ცაავამ გააკეთა. მან საპატრიარქო პირველმა დატოვა. მეუფე პეტრეს განცხადებით, ის საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
დამატებით დეტალებზე საპატრიარქო ოფიციალურ განცხადებას უახლოეს მომავალში გაავრცელებს. თუმცა კონკრეტული დრო, თუ როდის გამოაქვეყნებს საპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომის განჩინებას უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები