„ცვლილებები საშუალებას მოგვცემს, რამდენიმე თვეში, გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი შევამციროთ და შევამციროთ მსხვერპლი“

“ცვლილებები საშუალებას მოგვცემს, რამდენიმე თვეში, გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი შევამციროთ და შევამციროთ მსხვერპლი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე განაცხადა.
არჩილ თალაკვაძემ ამ მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.
,,სიახლე იგეგმება საგზაო უსაფრთხოების სფეროში – ეს არის ქულების სისტემა. ასევე, ადმინისტრირების გამკაცრება იმ ძირითად საკითხებზე, რაც ავარიის მიზეზია გზებზე. ეს არის უკონტაქტო პატრულირება, მობილური რადარები და ვიდეომონიტორინგი. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა იმ საკანონმდებლო რეფორმას, რომელიც შემოთავაზებული იყო მთავრობის მიერ და რომლის შემუშავებაშიც ჩვენ ვიყავით ჩართული. ეს გულისხმობს სიახლის შემოტანას. ეს არის ქვეითთათვის დაცულობის მეტი გარანტიების შემოტანა. ეს ცვლილებები საშუალებას მოგვცემს, რამდენიმე თვეში, გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი შევამციროთ და შევამციროთ მსხვერპლი, რომელიც ავარიების შედეგად გვაქვს. ნახევარმილიარდიან ზარალს იღებს სახელმწიფო წელიწადში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად და ბუნებრივია, ამ მიმართულებით არსებითი შედეგების მიღწევა ჩვენი ამოცანაა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საკანონმდებლო ორგანო, უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვას იწყებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები