უკრაინამ ჰააგის სასამართლოს რუსეთთან ოფიციალური მიმოწერა გადაუგზავნა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაეროს საერთაშორისო სასამართლოს ყველა ის დიპლომატიური ნოტა გადაუგზავნა, რაც კიევმა მოსკოვს დონბასში კონფლიქტის დაწყებიდან მიაწოდა. ამის შესახებ სააგენტო “უნიანი” იუწყება.
კიევი მოსკოვს ტერორისტების მხარდაჭერას და უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი სეპარატისტებისთვის იარაღის მიწოდებაში, ასევე, ყირიმის ტერიტორიაზე თათრების და უკრაინელების დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.
კიევის მიერ ჰააგის სასამართლოში ამ საკითხის ინიცირებას რუსეთის ხელისუფლება აფასებს არა როგორც ურთიერთობების მოგვარების მცდელობას, არამედ უბრალოდ,  უწოდებს საბაბს, რომ კიევმა მოსკოვს საერთაშორისო ინსტანციებში უჩივლოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები