ალ ბაღდადიმ მოსული დატოვა და უდაბნოში იმალება

ამერიკელი სამხედროები და ერაყის ოფიციალურ პირები აცხადებენ, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერმა, აბუ ბაკრ ალ ბაღდადიმ ქალაქი მოსული დატოვა და ახლა უდაბნოში იმალება. ამის შესახებ “როიტერი” იუწყება.
ალ ბაღდადი ხშირად იცვლის ადგილსამყოფელს, რათა ავიაციის დარტყმის ქვეშ არ მოხვდეს. მისი ადგილსამყოფელის დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელია, ვინაიდან ის და რამდენიმე მომხრე მშვიდობიან მოსახლეობას არიან ამოფარებულნი.
რამდენიმე თვის წინ,  გავრცელდა ინფორმაცია, რომ აბუ ბაკრ ალ ბაღდადი ავიადარტყმის შედეგად მძიმედ დაიჭრა. თუმცა ის გადარჩა და ტერორისტული დაჯგუფების სათავეში დარჩა.
​მოსული “ისლამურმა სახელმწიფომ” 2014 წელს დაიკავა. ამჟამად ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქის უდიდესი ნაწილი აიღეს და შეტევას განაგრძობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები