მამა გიორგი მამალაძის დაცვის მხარემ პროკურატურის წინააღმდეგ შესაძლოა, სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეიტანოს

“მამა გიორგი მამალაძის დაცვის მხარემ პროკურატურის მხრიდან გაუთქმელობის პირობისა და სხვა სამართლის ნორმების დარღვევის გამო, შესაძლოა, სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეიტანოს”, – ამის შესახებ დეკანოზის ერთ-ერთმა ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
ადვოკატის თქმით, პროკურატურამ საქმეზე მტკიცებულებების გასაჯაროება თავის თავზე აიღო, რაც დაცვის მხარის შეჯიბრებითობისა და თანასწორობის უფლებებს არღვევს
„იმის გათვალისწინებით, რომ ჩემს კოლეგებს შეუზღუდეს და ხელწერილი დააწერინეს გაუთქმელობაზე და შემდეგ საჩივარი არ დაუკმაყოფილეს, აქ დგება ერთი რეალური ფაქტი, რომ ყველაფრის გასაჯაროებას თავის თავზე იღებს ბრალდების მხარე, რაც შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპებს არღვევს.
მიუხედავად ამისა, ეს მათი გადაწყვეტილებაა და შესაბამის სამართლებრივ ფორმებს ჩვენ მივმართავთ, მოვითხოვთ, კანონის შესაბამისად რაც გათვალისწინებულია”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ადვოკატმა არ დააკონკრეტა, თუ როდის აპირებენ დეკანოზის ადვოკატები ევროპის სასამართლოში საჩივრის შეტანას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები