საპატრიარქოს იურისტი: პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ მტკიცებულებებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გაგვაჩნია

​”პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ მტკიცებულებებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გაგვაჩნია”, – ამის შესახებ „კვირას“ საპატრიარქოს იურისტმა, ედიშერ ქარჩავამ პროკურატურის მიერ ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს გამოქვეყნებული მასალების თაობაზე განუცხადა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც სრულად გამოქვეყნდება მტკიცებულებები, ობიექტური შეფასების გაკეთება უფრო მარტივი იქნება.
„პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ მტკიცებულებებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გაგვაჩნია. თვითონ პროკურატურამაც დააანონსა, რომ სხვა მტკიცებულებებსაც გამოაქვეყნებს, როდესაც ეს მოხდება, შეგვიძლია შემდეგ ვისაუბროთ ამ მტკიცებულებათა შეფასებაზე, როდესაც მთლიანად გასაჯაროვდება საქმის მასალები თუ მათ ხელთ არსებული მტკიცებულებები“, -განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.
​​პროკურატურის ინფორმაციით, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალდება წარედგინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენისა და შენახვის ფაქტზე. საგამოძიებო უწყებამ ე.წ. ციანიდის საქმეში მტკიცებულების სახით არსებული აუდიო და ვიდეოჩანაწერები გამოაქვეყნა. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ჩანაწერების განხორციელება საქმის მთავარ მოწმესთან, ირაკლი მამალაძესთან შეთანხმებით თავად მთავარი პროკურატურის მიერ დაიგეგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები