დეკანოზი გიორგი მამალაძე: მე ან ბოტკოველის ადგილზე წავალ ან შორენას ან მამა დავითის ადგილზე (ვიდეო)

ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში  აცხადებს, რომ „შორენას მარილზე უშვებს“.
„კვირა“ გთავაზობთ ჩანაწერის  სტენოგრამას:

გიორგი მამალაძე: ესენი იბრძვიან, რომ მე მოვხვდე იქ.
ირაკლი მამალაძე: სადა?
გიორგი მამალაძე: შიგნით, რაღაც თანამდებობაზე.
ირაკლი მამალაძე: საპატრიარქოში? რამდენი თანამდებობა გინდა, მამაო?
გიორგი მამალაძე: ქონებაში ხომ ვარ, ჩვენ ქონება არ გვაწყობს რა. ქონება ისეთი თემა არაა. ეს იყო იმისთვის, რომ იქ შევსულიყავით ჩვენ.
გიორგი მამალაძე: მე წავალ ბოტკოველის ადგილზე ან შორენას ადგილზე ან მამა დავითის ადგილზე, უფრო მამა  დავითის ადგილზე.
ირაკლი მამალაძე: მამა დავითი რომ როხროხებს, ის?
გიორგი მამალაძე: არა, არა ჭინჭარაული. არ ჩანს ეგ. პატრიარქს რომ უდგას სულ უკან, ეგაა..
ირაკლი მამალაძე: აჰაა.
გიორგი მამალაძე: მისი ძმა ჯვრის მონასტრის წინამძღოლია,ლოთია.
ირაკლი მამალაძე: ლოთია ჰო.
გიორგი მამალაძე: მაგაზე შეგიძლიათ დაწეროთ, რომ ვითომ სანდო წყარომ მოგაწოდათ ინფორმაცია, ჯვრის მამათა მონასტერში  ლოთობდა წინამძღვარი  და მისი ძმა არის ეს  ჭინჭარაული.
ირაკლი მამალაძე: ჭინჭარაული.
ირაკლი მამალაძე: და შორენას  სად უშვებთ?
გიორგი მამალაძე: შორენას მარილზე.

​პროკურატურის ინფორმაციით, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალდება წარედგინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების, ასევე,  ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენისა და  შენახვის ფაქტზე. საგამოძიებო უწყებამ ე.წ. ციანიდის საქმეში მტკიცებულების სახით არსებული აუდიო და ვიდეოჩანაწერები გამოაქვეყნა. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ჩანაწერების განხორციელება საქმის მთავარ მოწმე, ირაკლი მამალაძესთან შეთანხმებით თავად მთავარი პროკურატურის მიერ დაიგეგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები