მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი: ჩემთვის არანაირ სიმყარეს არ წარმოადგენს ეს მტკიცებულებები

“მეც ბევრჯერ მითქვამს ადამიანზე “დავბრიდავ-მეთქი”, მაგრამ არავინ “დამიბრედია”, – ამის შესახებ „კვირას“ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ე. წ „ციანიდის“ საქმეზე გამოქვეყნებული მტკიცებულების შეფასებისას განუცხადა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მისთვის მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული მტკიცებულებები არანაირ სიმყარეს არ წარმოადგენს. მისივე თქმით, არსებობს კიდევ რამდენიმე ჩანაწერი, სადაც საზოგადოება შეძლებს გაიგოს, ზუსტად რაზეა საუბარი. დეკანოზის ადვოკატი ამტკიცებს, რომ გამოძიებამ დღეს მამა გიორგი მამალაძის საუბრის ნაწყვეტი გამოაქვეყნა.
„ჩემთვის არანაირ სიმყარეს არ წარმოადგენს ეს მტკიცებულებები, რადგანაც კიდევ არსებობს ისეთი ჩანაწერები, რომელიც მთლიანად უნდა მოისმინო და მთლიანობაში გაიგო, რაზეა საუბარი. ადამიანის ლაპარაკიდან რომ ნაწილ-ნაწილ ამოიღებ სიტყვებს, თავისუფლად შეგიძლია, შეაერთო და ნებისმიერი ადამიანის მკვლელობის ზრახვა დაუდო საფუძვლად. მე ვიცი, რატომაც გააკეთეს ასე. სურთ, საზოგადოების აზროვნების შეცვლა და იმის მტკიცება, რომ თურმე რას გადაარჩინეს საქართველო. საფუძველი არსებობს, რატომ და რისთვის ითხოვს მამა გიორგი ციანიდს. რისთვის კი არა ვისთვის.
როდესაც მამა გიორგი ამბობს „დასაბრედია“, არ ნიშნავს, რომ უნდა “დაბრიდო” ადამიანი. როდესაც ამბობენ, მამა გიორგიმ თქვა „დასაბრედიაო“, ის რატომ არ გაასაჯაროვეს, როდესაც იძახის, მამა გაბრიელმა უწინასწარმეტყველა შორენას გაგიჟდებაო და სიონს წრეს დაარტყამს, მაგრამ სიონში არავინ შეუშვებსო.
მეც ბევრჯერ მითქვამს “დავბრიდავ-მეთქი”, მაგრამ არ “დამიბრედია” არავინ. ფაქტებით უნდა ვამტკიცოთ ყველაფერი“,- განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ დღეს ე.წ ციანიდის საქმეზე ის ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც მამა გიორგი ციანიდის ნატრიუმის შეძენაზე საუბრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები