დეკანოზი გიორგი მამალაძე: შორენა “დასაბრედია”, მაგ შობელძაღლი (ვიდეო)

„შორენა დასაბრედია, მაგ შობელძაღლი“, – ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ჟურნალისტ ირაკლი მამალაძესთან საუბარში აღნიშნავს. ფარულ ჩანაწერს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
ირაკლი მამალაძესა და გიორგი მამალაძეს შორის დიალოგი 2017 წლის 4 თებერვალს არის ჩაწერილი.
​ირაკლი მამალაძე: ხო , ეს შორენა მაინც ჩაძვრა იქა.
გიორგი მამალაძე: არა, შორენა მაინც ჩაძვრებოდა. შორენა “დასაბრედია”, მაგ შობელძაღლი.
მთავარი პროკურატურის მიერ წარმოდგენილ ნივთმტკიცებაში ირაკლი მამალაძე და გიორგი მამალაძე მომწამვლელ ნივთიერება ციანიდზე საუბრობენ. ამავე ჩანაწერიდან ირკვევა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ციანიდი გერმანიაში წასვლამდე უნდა შეეძინა, რაშიც 5 000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა.
ჟურნალისტისთვის მომწამლავი ნივთიერება პირს მარნეულიდან უნდა ჩამოეტანა. თუმცა, რადგან დეკანოზი გიორგი მამალაძე გერმანიაში წასვლას აპირებდა და მას სამგზავროდ თანხა სჭირდებოდა, თავდაპირველად, იგი ნატრიუმის ციანიდში 500 აშშ დოლარს გადაიხდიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები