გერმანიაში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ ლაიფციგში მოხდა. დაჭრილი ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის, ერთი თავში.
დაჭრილის მეგობრები დახმარებას ითხოვენ. ინციდენტთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსულო გერმანიაში დამატებით დეტალებს არკვევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები