ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში დღეს ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვა გაიმართება

ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში დღეს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმის ზეპირი განხილვა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ვანო მერაბიშვილის ინტერესების დამცველი ოთარ კახიძე ავრცელებს.
​მერაბიშვილის ადვოკატის განმარტებით, სასამართლომ უნდა დაადგინოს, დაირღვა თუ არა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია. საქმე ეხება მერაბიშვილის ციხიდან შესაძლო გაყვანის ფაქტს. საქმის განხილვა დღესვე დასრულდება, თუმცა როდის გამოიტანს დიდი პალატა გადაწყვეტილებას, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები