სადახლოზე, ნინოწმინდასა და სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

27 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო საავტომობილო“, „ნინოწმინდა“ და „სარფი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის (ჯამში, 26,860 ღერი) ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის 5 ფაქტი აღიკვეთა.
პირველ შემთხვევაში საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, 4 კანონდამრღვევ მოქალაქეს კი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, ჩამოერთვა საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და სანქციის სახით, თითოეულს შეეფარდა ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები