არჩილ თალაკვაძე საქართველოში გერმანიის ელჩს ჰაიკე ფაიჩს შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰაიკე ფაიჩს შეხვდა.
არჩილ თალაკვაძემ გერმანიის ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის ევროპასთან უვიზო რეჟიმის მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაზე, არჩილ თალაკვაძემ და ჰაიკე ფაიჩმა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებსა და ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
„ელჩს მადლობა გადავუხადე გერმანელი ხალხისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერისათვის, დემოკრატიული განვითარების და რეფორმების განხორციელების პროცესში, ასევე, საქართველოსთვის ევროპასთან უვიზო რეჟიმის მხარდაჭერისთვის.
ვისაუბრეთ საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებსა და ორმხრივ თანამშრომლობაზე.
გერმანიის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფი გერმანელ კოლეგებთან აქტიურად ითანამშრომლებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ შეხვდრის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები