ვეტერანებმა ჟიული შარტავას საფლავი გვირგვინით შეამკეს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა, სიმონ კობეშავიძემ და რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსმა, მალხაზ თოფურიამ, სამსახურის სხვა თანამშრომლებთან ერთად, ჟიული შარტავას საფლავი დღეს გვირგვინით შეამკეს. საქართველოს ეროვნულ გმირს დღეს 73 წელი შეუსრულდებოდა.

1993 წლის 27 სექტემბერს ჟიული შარტავა უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვის ოპერაციას, რომლის დროსაც აფხაზურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ ის, თანამებრძოლებთან ერთად, ტყვედ აიყვანა და დახვრიტა. მოგვიანებით, ჟიული შარტავას ცხედარი ქართულ მხარეს გადაეცა. დაკრძალულია თბილისში, ვაკის პანთეონში.

2004 წელს, სიკვდილის შემდეგ, ჟიული შარტავა  ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები