პროგრამა „მოხალისე“ 18 ქალაქში განახლდა

იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა” ახალგაზრდული პროგრამა „მოხალისე” განაახლა.
პროგრამა იუსტიციის სახლთან ერთად, ქვეყნის მასშტაბით, 18 ქალაქში განხორციელდება და მასში 14-21 წლის ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას. პროგრამის მიზანი ახალგაზრდებში მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობაა.
პროგრამა ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, გარკვეული ტრენინგკურსის გავლის შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში, იუსტიციის სახლის თანამშრომლებს მოქალაქეების მიღებაში საჭიროების მიხედვით დაეხმარონ.
ინტენსიური ტრენინგები და პრაქტიკული საქმიანობები პროგრამის მონაწილე მოზარდებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ამ კურსის გავლის შემდეგ, მოხალისეები უფრო მომზადებულნი ჩაერთვებიან იუსტიციის სახლში მოქალაქეების მიღების პროცესში.
პროგრამა „მოხალისე” განახლდა თბილისის, ზუგდიდის, მესტიის, ახალციხის, მარნეულის, ყვარლის, ბათუმის, რუსთავის, ქუთაისის, თელავის, გურჯაანის, ოზურგეთის, გორის, ფოთის, თიანეთის, ბორჯომის, ლაგოდეხისა და ონის იუსტიციის სახლებში.
„დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ერთ–ერთი მიმართულება ახალგაზრდებში მოხალისეობრივი კულტურის წახალისება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, შემოქმედებითი ინიციატივების განვითარება და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები