ზაზა სოფრომაძე სოციალური დაცვის საერთაშორისო ასოციაციის ჯანდაცვის კომისიის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

სოციალური მომსახურების სააგენტო გასული წლის ნოემბერში სოციალური დაცვის საერთაშორისო ასოციაციის (ISSA) ოფიციალური წევრი გახდა. საქართველო მონაწილეობას იღებდა ასოციაციის კომისიების მე-11 ფორუმში, რომელიც მარტის დასაწყისში ჟენევაში ჩატარდა. ფორუმზე განისაზღვრა ის ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები, რომლებიც ყველაზე დიდ გამოწვევებს წარმოშობს სოციალური დაცვის უწყებებისთვის მსოფლიოს მასშტაბით. განისაზღვრა პრიორიტეტული მიმართულებები.
ასოციაციის სამდივნოსა და კომისიების ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, სხვა რიგ აქტივობებთან ერთად, დაიგეგმა სოციალური დაცვის სფეროში არსებული, გაიდლაინების გადახედვა, მათი განახლების მიზნით.
ასოციაციის პრეზიდენტისა და გენერალური დირექტორის წარდგინებით, ასოციაციის ბიურომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე ასოციაციის ჯანდაცვის კომისიის ვიცე-პრეზიდენტად აირჩია.
სოციალური დაცვის საერთაშირისო ასოციაცია (ISSA) 1927 წელს ჩამოყალიბდა. იგი დღეს 158 ქვეყნის 334 სოციალური დაცვის ინსტიტუტს აერთიანებს და სოციალური დაცვის სფეროში მსოფლიოში ლიდერ საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები