დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების დღე – 12 აგვისტო, შესაძლოა უქმე დღედ გამოცხადდეს

 

დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების აღსანიშნავად, 12 აგვისტო შესაძლოა უქმე დღედ გამოცხადდეს.
შესაბამისი ცვლილებები შრომის კოდექსში შედის, რომლის ავტორებიც ალექსანდრე ქანთარია, აკაკი ზოიძე, ლერი ხაბელოვი, შოთა ხაბარელი, კობა კობალაძე, ლევან კობერიძე და კარლო კოპალიანი არიან.
დეპუტატების განმარტებით, დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების დღის უქმე დღედ გამოცხადება და ეროვნული სულისკვეთების, ისტორიული და საბრძოლო ტრადიციების წარმოჩინებით აღნიშვნა უმნიშვნელოვანესია.
„კანონპროექტის მიზანია, საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესის პარალელურად, ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდგომ, მეტი ძალისხმევა მიმართოს სახელმწიფო გაერთიანებისა და შიდა ეროვნული კონსოლიდაციის კუთხით. ქართული სახელმწიფოს გაერთიანებისა და გაძლიერებისთვის უმნიშვნელოვანესია სახელმწიფო და ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება, ერთიანი სახელმწიფო იდეის ხაზგასმა და ამ მხრივ, მუშაობის გააქტიურება.
დიდგორის ბრძოლა, რამაც საფუძველი ერთიან, ძლიერ ქართულ სახელმწიფოს ჩაუყარა, სწორედ ამ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხების რეალურად განხორციელების სტიმულია. ხელისუფლების მხრიდან საჭიროა მეტი აქცენტი გაკეთდეს სახელმწიფოს ერთიანობაზე, ეროვნულ სულისკვეთებაზე, სახელმწიფოებრივ ასპექტებზე და გამარჯვებებზე.
გლობალიზაციის პირობებში, საჭიროა ეროვნული მუხტის გაღვივება და პროპაგანდა იმისა, რა ღირებულებების დაცვით მოვიდა მართლმადიდებელი საქართველო დღემდე“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები