ერთი კვირის განმავლობაში, საგადასახადო სამართალდარღვევის 682 ფაქტი გამოავლინდა

ერთი კვირის განმავლობაში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საგადასახადო სამართალდარღვევის 682 ფაქტი გამოავლინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის 27 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 682 ფაქტი გამოვლინდა.
”კერძოდ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 6705 გადამხდელი.
შემოწმების შედეგად, გამოვლინდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ელექტრონული ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 98 ფაქტი; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 99 შემთხვევა; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 485 ფაქტი”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები